Credits

PERFORMING ARTISTS
Giorgi Sukhitashvili
Giorgi Sukhitashvili
Performer
გიორგი სუხიტაშვილი
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
ბესარიონ გაბაშვილი
Songwriter
მანანა მენაბძე
Songwriter

Lyrics

Სტვენს ბულბული ვარდსა ზედა
Ხმა საბრალოდ მეამედა
Კოცნა ვეღარ გაებედა
Საბრალო აირა
Ხმა დამთვრალო აირა
Მაისობ, ისარს ისობ
Ის გიხარის, ვაი, რა!
Ვაი ის საბრალო
Ეტყვის ვარდო, შენი სახე
Ოდეს ვნახე, მექმნა მახე!
Შენსა ფერსა სული ვახე!
Საბრალო აირა
Ხმა დამთვრალო აირა
Მაისობ, ისარს ისობ
Ის გიხარის, ვაი, რა!
Ვაი ის საბრალო
Ვარდმან პირი არა შალა
Უმზეობით დაემალა
Ბულბულს სული გაეცალა!
Ყელი გარდაგდო ბულბულმა
Სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა
Შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!
Საბრალო აირა
Ხმა დამთვრალო აირა
Მაისობ, ისარს ისობ
Ის გიხარის, ვაი, რა
Ვაი ის საბრალო
Ვარდს ბულბული შეებრალა
Ლალის ფარდა გარდაშალა
Მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!
Საბრალო აირა
Ხმა დამთვრალო აირა
Მაისობ, ისარს ისობ
Ის გიხარის, ვაი, რა!
Ვაი ის საბრალო
Საბრალო აირა
Ვაი ის საბრალო
Საბრალო აირა
Ვაი ის საბრალო
Written by: ბესარიონ გაბაშვილი, მანანა მენაბძე
instagramSharePathic_arrow_out

Loading...