Crédits
INTERPRÉTATION
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი
Interprète
ამირან ებრალიძე
Voix principales
რ. ლაღიძე
Interprète
COMPOSITION ET PAROLES
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი
Paroles/Composition
რ. ლაღიძე
Paroles/Composition
Paroles
მოდი ჩემთან სანამ დროა
სანამ გული გულობს
მოდი უნდა გაგიმხილო
ერთი საიდუმლო
შენზე ფიქრი ამედევნა
აჩრდილივით თან მდევს
განა ასე მაწამებდი
შენ რომ ღმერთი გწამდეს
მე უშენოდ მზეც არ მინდა
და სიცოცხლე მიჭირს
გოგოვ ცოდვა არ დაიდო
დედისერთა ბიჭის
ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით
გაგექცევი მალე
ო როგორმე დავემალო
შენს დამთუთქავ თვალებს
პატარა ხარ მაგრამ უკვე
დიდი ცოდვა გადევს
მე შენს გამო თავს მოვიკლავ
ვერავინ დამაკლებს
მე უშენოდ მზეც არ მინდა
და სიცოცხლე მიჭირს
გოგოვ ცოდვა არ დაიდო
დედისერთა ბიჭის
გოგოვ ცოდვა არ დაიდო
გულში სევდა არ ჩაიდო
დედისერთა ბიჭის
Written by: პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი, რ. ლაღიძე

