Crédits
INTERPRÉTATION
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი
Interprète
COMPOSITION ET PAROLES
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი
Paroles/Composition
Giya Kancheli
Paroles/Composition
Paroles
მე რა მამღერებს უძირო ზეცა, ზამბახის ფერი
თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი
მე რა მამღერებს, ვარდების სუნთქვა, ყაყაჩოს ფერი
ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს, ჰოდა მეც ვმღერი
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩემი სიმღერა' ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა
როცა ვმღერივარ' შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა
როცა ვმღერივარ' მე ჩემს მომავალს სიბერის ვხედავ
და უკითხავად გულში შემოდის ფარული სევდა
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს, ჩიტების სტვენა
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა
როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი
სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო ამაზე მეტი
Written by: Giya Kancheli, პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი