Crédits
INTERPRÉTATION
ავთანდილ (ბაჩუკი) ჭეიშვილი
Voix principales
COMPOSITION ET PAROLES
ავთანდილ (ბაჩუკი) ჭეიშვილი
Paroles/Composition
ანზორ თხილაიშვილი
Paroles/Composition
Paroles
ვაზის ჯვრით ცისფერ წყაროებს დავსდევ
ნიშანი გულზე რომ მიკეთია
ღმერთო რამხელა პატივი დამდე
კახეთი ჩემი დედულეთია
ღმერთო რამხელა პატივი დამდე
კახეთი ჩემი დედულეთია
შენი ხმალი და ჩემი კისერი
ჩემთვის მარჯვენა მოგიკვეთია
მარცხენა ხელით მოგეფერები
კახეთი ჩემი დედულეთია
მარცხენა ხელით მოგეფერები
კახეთი ჩემი დედულეთია
სადღეგრძელოსთვის ვაგროვებ სიტყვებს
იყალთოვ შენთან ვარ და დავბერდი
ალბათ რაღაცით გული გატკინე
ჩემო კახეთო რომ არ ამღერდი
ალბათ რაღაცით გული გატკინე
ჩემო კახეთო რომ არ ამღერდი
სიზმარში ვხედავ ოქროსფერ ტყეებს
წითელი თეთრი ჩემთვის ერთია
შენი ჩაკრულო ძილსშიც მალხენებს
კახეთი ჩემი დედულეთია
შენი ჩაკრულო ძილსშიც მალხენებს
კახეთი ჩემი დედულეთია
ალაზნის ველზე გასროლილ ისარს
ეს გული ასგზის დაუფლეთია
საფერავით რომ ფიალას მიმსებს
კახეთი ჩემი დედულეთია
საფერავით რომ ფიალას მიმსებს
კახეთი ჩემი დედულეთია
შენთვის მოვკვდები თუ გადავრჩები
ვერაფერს შეცვლის ეს სულ ერთია
იქით წავალ თუ აქეთ დავრჩები
კახეთი ჩემი დედულეთია
იქით წავალ თუ აქეთ დავრჩები
კახეთი ჩემი დედულეთია
Written by: ავთანდილ (ბაჩუკი) ჭეიშვილი, ანზორ თხილაიშვილი