क्रेडिट्स
PERFORMING ARTISTS
ანსამბლი "ქართული ხმები"
Performer
დავით კიკაბიძე
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
ლილიკო ნემსაძე
Songwriter
ხალხური
Songwriter
गाने
დღეის ფიქრადა მოსულხარ
თუ ხარ თენება ხვალისა
მოდი და რამე მითხარი
თორემ დარ უდგას ქარებსა
თორემ დარ უდგას ქარებსა
სინაზის იას მოჰგავხარ
სიჩუმით - ქარვის მთვარესა
იქნება გზაზე შემომხვდე
გულს, შენით ნაიარევსა
გულს, შენით ნაიარევსა
მთასაც გაჩუქებ, იცოდე
არ დავიშურებ ალერსსა
აგიტაცებ და შენ თვითონ
ხელსა შეახებ მთვარესა
ვიცი, ეს დღეთა, ტიალი
ამ სიყვარულმა გალექსა
ვისიც იქნები,ვიცი,რომ
ის გაგიქარვებს დარდებსა
და გაგითენებს ღამესა
ღამესა
დღეის ფიქრადა მოსულხარ
თუ ხარ თენება ხვალისა
მოდი და რამე მითხარი
თორემ დარ უდგას ქარებსა
თორემ დარ უდგას ქარებსა
მთასაც გაჩუქებ, იცოდე
არ დავიშურებ ალერსსა
აგიტაცებ და შენ თვითონ
ხელსა შეახებ მთვარესა
ვიცი, ეს დღეცა, ტიალი
ამ სიყვარულმა გალექსა
ვისიც იქნები,ვიცი,რომ
ის გაგიქარვებს დარდებსა
და გაგითენებს ღამესა
ღამესა
აგიტაცებ და ხელსა შეახებ მთვარესა
Written by: ლილიკო ნემსაძე, ხალხური