म्यूज़िक वीडियो
म्यूज़िक वीडियो
क्रेडिट्स
PERFORMING ARTISTS
ანსამბლი "ქართული ხმები"
Performer
დავით გოგოლაშვილი
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
ხალხური
Songwriter
კურტიდი
Songwriter
गाने
რამ გაგაჩინა, ქალაუ
ლერწმად აჭრილო წელშია
ნეტავიმ, ხელით შემახო
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია
ქალავ ის მიყვარს მე შენი
თავს რომ დაგკიდებ მელადა
პირდაპირ ცქერას ვერ ვბედავ
დალაჟ ცქერას ვირჩევ მწველადა
დრო - და - დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა
ოღონდ-კი შენთან მამყოფა
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა
მოვკვდე შენს დაუტირებლად
თუ შეგადარო მზესთანა
ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენი წყლულები ჭრელადა
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა
და ვერ გაგიჩნდები ვერადა
თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები
რამ გაგაჩინა, ქალაუ
ლერწმად აჭრილო წელშია
ნეტავიმ, ხელით შემახო
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია
ქალავ ის მიყვარს მე შენი
თავს რომ დაგკიდებ მელადა
პირდაპირ ცქერას ვერ ვბედავ
დალაჟ ცქერას ვირჩევ მწველადა
დრო - და - დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა
Written by: კურტიდი, ხალხური


