Lirik

ოხ ფიქრო, ფიქრო თან რომ დაგყავდე რას არ შევძლებდი, რას არ ვნახავდი ალბათ ზემოდან მე ჩემ სამშობლოს იმ ლამაზ ხატად დავინახავდი ის ხომ სამყაროს არის შედევრი და ღვთისმშობელი მისი პატრონი მაინც განაგებს, მაინც ხომ იბრძვის აღმოჩენების არის ბატონი ვახ შენ ქართველო, რომ ემიგრანტობ ვახ როგორ გიძლებს, სხვის მიწას გული ფრინველმაც იცის თავის სამშობლო არ ეშინია, გზები აქვს რთული შორეულ ქვეყნიდან წერონი ბრუნდებიან და სამშობლოს ნახვას თვეები უნდებიან ემიგრანტებო ეს მისაბაძი გუნდებია რადგან მონატრების დღეები თქვენში ხუნდებიან დაბრუნდით, დედა სამშობლო გელოდებათ და თქვენს ნაკვალევს თავის მიწაზე ელოდება დაბრუნდით, დედა შვილებს გელოდებათ დაბრუნდით, სამშობლო არ მეორდება ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი და მიწა მარადის შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან და მიწავ ჩემო მაგიტომაც დაპატარავდი შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან და მიწავ ჩემო მაგიტომაც დაპატარავდი და ბოლოს მაინც ღვთის წყალობით კარგად იქნება ასე მღერიან ფერეიდანშიც ის ქართველები კვლავ მუჭა-მუჭა გამთლიანდება ისევ ქვეყანა შემოგყმუვლებენ დედაო ღვთისავ გურჯისტნის მგლები კვლავ მუჭა-მუჭა გამთლიანდება ისევ ქვეყანა შემოგყმუვლებენ დედაო ღვთისავ გურჯისტნის მგლები
Writer(s): ზურა ბენიაიძე Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out