Слова

Ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების Დიდთა და წვრილთა წყალობა შენაც ნუ მოგეწყინების Უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების Უხვად გაეცი, ზღვათაცა შესდის და გაედინების ♪ Ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან Ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან Მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან Ხომ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან ♪ Გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი Გულია - ჟამ - ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი Გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი Ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი ♪ Ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი Სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი ♪
Writer(s): Niaz Diasamidze Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out