精选于

制作

出演艺人
Zura Beniaidze
Zura Beniaidze
表演者
ზურა ბენიაიძე
领唱
作曲和作词
ზურა ბენიაიძე
词曲作者

歌词

მე ბოსფორი არასოდეს მინახავს
და არვიცი თაკარა მზის ალერსი
მაგრამ ეგებ ფერი შემოინახა
მაგ თვალებმა ლურჯი ოკეანესი
მაგრამ ეგებ ფერი შემოინახა
მაგ თვალებმა ლურჯი ოკეანესი
მე არც ბაღდათს გავყოლილვარ ქარავანს
არ მქონია დიბაყალამ ქარები
არც ზღაპრული მზეჭაბუკიც არავარ
მოფრენილი ღამის ნიავქარებით
არც ზღაპრული მზეჭაბუკიც არავარ
მოფრენილი ღამის ნიავქარებით
მე გარმონთან ღამე უნდა გავწურო
მთვარიანში ქანაობდეს ცირცელი
გამომყევი ჩრდილოელო ქალწულო
თუ საღამო გინდა ნახო ცისფერი
გამომყევი ჩრდილოელო ქალწულო
თუ საღამო გინდა ნახო ცისფერი
იქნებ შვებას ვეძებ ბედის მდევარი
სიჭაბუკე ასე რომ ვათარეშე
მოდი გითხრა თავის შესაქცევარი
ჩემს იდუმალ კოშკებიან მხარეზე
მოდი გითხრა თავის შესაქცევარი
ჩემს იდუმალ კოშკებიან მხარეზე
მანუგეშე მომირჩინე იარა
დამავიწყე გარმონის ხმა მკვნესარი
რომ ჩრდილოელ ქალწულისას კი არა
შენს სიყვარულს ვერ გავექცე ვერსაით
რომ ჩრდილოელ ქალწულისას კი არა
შენს სიყვარულს ვერ გავექცე ვერსაით
თუმც არასდროს მომივლია ბოსფორი
რად გავლიო ფიქრში ღამე უძილო
თვალებში რომ დაგინთია ფოსფორი
და ცისფერი ზღვა გიღელავს უძირო
თვალებში რომ დაგინთია ფოსფორი
და ცისფერი ზღვა გიღელავს უძირო
Written by: ზურა ბენიაიძე
instagramSharePathic_arrow_out