album cover
Venice (Веницейская жизнь)
4,016
流行樂
Venice (Веницейская жизнь) 由 Непокой 於 2021年1月14日發行,收錄於專輯《 》中Сохрани мою речь навсегда
album cover
發行日期2021年1月14日
標籤Непокой
旋律
原聲音質
Valence
節奏感
輕快
BPM125

音樂影片

音樂影片

積分

演出藝人
Mgzavrebi
Mgzavrebi
演出者
詞曲
Gigi Dedalamazishvili
Gigi Dedalamazishvili
作曲家
Осип Мандельштам
詞曲創作

歌詞

ვენეციური ცხოვრების სევდა და სიმძიმილი
ცხადია ჩემთვის, დღესავით ცხადი,
ცისფერ სარკეში ცივი ღიმილით
ციმციმებს მისი უღონო ხატი.
სპეტაკი თოვლი, მწვანე ფარჩა, არსაით შველა!-
კანქვეშ ძარღვების ცისფერი არხი.
კვიპაროსების საკაცეზე გაუკრავთ ყველა-
ჩათბუნებული, მძინარე ხალხი.
და იწვის, იწვის კალათებში სანთლების წყება-
შემოფრენილა კიდობანში დაღლილი მტრედი;
გაუქმებული თეატრის თაღქვეშ
არავინ კვდება მოკვდავის მეტი.
ისევ ელდა და სიყვარული... საშველი არ ჩანს,
სატურნის ბეჭდით დაბეჭდავენ ყრმას ახალშობილს!
შესუდრავს ძელზე გაფენილი ჯალათის ფარჩა
სიკვდილმისჯილის მშვენიერ პროფილს.
მძიმედ ქშენ, მძიმედ, საძნელოა შენი მშვენება,-
ო, ვენეციავ, კვიპაროსოვან შუშაბანდში ისარკავ ახლაც
საწოლთან ლურჯად გადამდნარი მძივების წყებას
და მოლივლივე ჰაერის წახნაგს.
მაგრამ თითებში ვარდია თუ ქვიშის საათი,-
ადრიატიკავ, მომიტევე ამგვარი ცოდვაც!-
როგორ გავექცე, თვალციმციმა ვენეციელო,
თავაწყვეტილი სიკვდილის როკვას.
წარმავალია ყოველივე, ვესპერი ბრწყინავს.
ბნელ სარკეებში ილანდება სიშავე ფლასის
და ელოდება სუსანას მკერდი
ნაზარხოშევი ბერების ლაციცს...
Written by: Gigi Dedalamazishvili, Осип Мандельштам
instagramSharePathic_arrow_out􀆄 copy􀐅􀋲

Loading...