積分
演出藝人
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი
演出者
詞曲
რევაზ ლაღიძე
詞曲創作
პეტრე გრუზინსკი
詞曲創作
歌詞
მთვარეც ფხიზლობს, ვერცხლის შუქით
ნაცნობ ქუჩებს ქარგავს
შენ დაგეძებ, შენთან ერთად
გულიც დამიკარგავს
მალე ნამი ჩამოცვივა
მარგალიტის მძივად
ასე მარტო რომ დადიხარ
ნუთუ არა გცივა
ინათებს მალე
იღვიძებს თბილისი
დავდივარ, გეძებ
სადა ხარ ვინ იცის
ბედის ვარსკვლავს ამოვირჩევ
ვეტყვი მოწყდი ციდან
მაპოვნინე ერთი ურჩი
ბავშვის ნახვა მინდა
თორემ უკვე ნამი ცვივა
მარგალიტის მძივად
ჯიუტია, არ გატყდება
უეჭველად სცივა
ინათებს მალე
იღვიძებს თბილისი
დავდივარ, გეძებ
სადა ხარ ვინ იცის
ინათებს მალე
იღვიძებს თბილისი
დავდივარ, გეძებ
სადა ხარ ვინ იცის
Written by: პეტრე გრუზინსკი, რევაზ ლაღიძე

