Kredity
PERFORMING ARTISTS
გოგი ცაბაძე
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
გოგი ცაბაძე
Songwriter
შოთა ნიშნიანიძე
Songwriter
Texty
Როგორც ჩიტი გალიაში
Როგორც მუჭში პეპელა
Ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ
Სიცოცხლის სანთებელა
Რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის?!
Სულ შენა ხარ სამიზნე
Ნურც ერთ ისარს ნუ აიცდენ
Გულო, სანამ გამიძლებ
Ეს რამხელა, რა უძირო
Და რა გამძლე გამოდექ
Ჯოჯოხეთის დამტეველო
Პაწაწინა სამოთხე
Ჯოჯოხეთის დამტეველო
Პაწაწინა სამოთხე
♪
Თვითონ ღმერთი, წამებული
Შენ ერთს გწყალობს ისევე
Მხოლოდ გულში განისვენებს
Მხოლოდ გულში ისვენებს
Გულო, სანამ გული გქვია
Გულო, უნდა მტკიოდე
Გულო, უნდა მიერთგულო
Მიმყვე საიქიომდე
Ეს რამხელა, რა უძირო
Და რა გამძლე გამოდექ
Ჯოჯოხეთის დამტეველო
Პაწაწინა სამოთხე
Ჯოჯოხეთის დამტეველო
Პაწაწინა სამოთხე
Ჯოჯოხეთის დამტეველო
Პაწაწინა სამოთხე
Written by: გიორგი ცაბაძე, შოთა ნიშნიანიძე

