Hudební video

Hudební video

Kredity

PERFORMING ARTISTS
Temur Tsiklauri
Temur Tsiklauri
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
Jemal Baghashvili
Jemal Baghashvili
Songwriter

Texty

ეს ცხოვრება მალულად დოღია და მარულა
ჩემი რაშიც მიჰქრის, არა ჩერდება
მერე რა რომ ჭაღარა თმაში შემოპარულა
გული, გული, თურმე არა ბერდება
აშოლტილი ასულის, სილამაზე ზღაპრული
დამზაფრავს და გული გამიჩერდება
სინდის-ნამუს შეძრული, თავს ვიმართლებ ბედკრული
რა ვქნა ძმაო, გული არა ბერდება
თუ ვტირივარ, გულის ნებით ვტირივარ
გულიდანვე გულიანად ვმღერივარ
ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი
რასაც მხედავთ ისა ვარ, ღვთისგანა ვარ ღვთისა ვარ
გული ჩემი ვერ გადასხვაფერდება
დრო მოვა და მიუვალ მისავალი მისავალს
იქაც ვიტყვი, გული არა ბერდება
გულის გული, გულის თქმა, გულის ყური, გულის ხმა
გულნატკენი ისევ გულით მორჩება
დაგიამებს იარებს, აგარიდებს სიავეს
თუკი გული გულიანად ირჯება
თუ ვტირივარ, გულის ნებით ვტირივარ
გულიდანვე გულიანად ვმღერივარ
ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი
ეს ცხოვრება მალულად დოღია და მარულა
თავის მსაჯით, თავის მეთაურითა
გულს მიენდეთ, რბოლაში იმარჯვებენ გულითა
განა რაშით, განა ბედაურითა
გულის გული, გულის თქმა, გულის ყური, გულის ხმა
გულნატკენი ისევ გულით მორჩება
დაგიამებს იარებს, აგარიდებს სიავეს
თუკი გული გულიანად ირჯება
თუ ვტირივარ, გულის ნებით ვტირივარ
გულიდანვე გულიანად ვმღერივარ
ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი
გული შემრჩეს ხალხო უბერებელი
Written by: Jemal Baghashvili
instagramSharePathic_arrow_out

Loading...