Kredity
PERFORMING ARTISTS
დათუნა სირბილაძე
Performer
Datuna Sirbiladze
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
Nunu Dughashvili
Songwriter
Galaktion Tabidze
Songwriter
Texty
გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი
ასე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი
ოცნებაო, ჩემო ძველო
ვარ ღამეთა მთეველი
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დამრჩა დაულეველი
ოცნებაო, ჩემო ძველო
ვარ ღამეთა მთეველი
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დამრჩა დაულეველი
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები
სული ტირის და როს ნანას
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები
ოცნებაო, ჩემო მწველო
ვარ ღამეთა მთეველი
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დამრჩა დაულეველი
ოცნებაო, ჩემო ძველო
ვარ ღამეთა მთეველი
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დამრჩა დაულეველი
ოცნებაო, ჩემო ძველო
ვარ ღამეთა მთეველი
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დამრჩა დაულეველი
ოცნებაო, ჩემო ძველო
ვარ ღამეთა მთეველი
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დამრჩა დაულეველი
Written by: Galaktion Tabidze, Nunu Dughashvili

