Hudební video
Hudební video
Kredity
PERFORMING ARTISTS
David Neparidze
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
Otar Ramishvili
Songwriter
Texty
ფიქრების ზღვა დარდის ლოდებს მახეთქებს
გამომრიყავს ისევ მითრევს ტალღებში
გაზაფხული ტყემლის კვირტებს აფეთქებს
ალუბლებს რთავს საქორწინო კაბებში
როგორ მომწონს წელიწადის ოთხი დრო
ყველას მისი სილამაზე ამშვენებს
მე ზამთარმა ვიცი უნდა მომხიბლოს
ვგრძნობ რომ მალე სუსხს და ყინვას მაჩვენებს
რამდენ წუხილს სევდას იტევს ეს გული
და რამდენი ტანჯვა გადამხდენია
ადიდდება გამიტაცებს ენგური
გათავდება ჩემი ყოფის დღენია
გევედრები მიპატრონე თუ შეძლებ
დამიდექი გვერდში როგორც მფარველი
ეს ღიმილი შემარჩინე ტუჩებზე
სხვას არას გთხოვ და არაფერს არ ველი
როგორ მომწონს წელიწადის ოთხი დრო
ყველას მისი სილამაზე ამშვენებს
მე ზამთარმა ვიცი უნდა მომხიბლოს
ვგრძნობ რომ მალე
სუსხს და ყინვას მაჩვენებს
გევედრები მიპატრონე თუ შეძლებ
დამიდექი გვერდში როგორც მფარველი
ეს ღიმილი შემარჩინე ტუჩებზე
სხვას არას გთხოვ და არაფერს არ ველი
სხვას არას გთხოვ და არაფერს არ ველი
Written by: Otar Ramishvili