Credits

PERFORMING ARTISTS
Lela Tsurtsumia
Lela Tsurtsumia
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
Aleksandre Basilaia
Aleksandre Basilaia
Songwriter
Moris Fotskhishvili
Moris Fotskhishvili
Songwriter

Songtexte

ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ
გალობ და ჩემი ფრთები გისმენენ
მე ვარ ის ქუჩა, შენ რომ დადიხარ
მე ვარ ის ბაღი, შენ რომ ისვენებ
ცაზე გადავა დარდი ღრუბლებად
სხვა რომ ვინდომო თვალი დამევსოს
ხელი მოგხვიო მომეც უფლება
მოგეფერო და მოგეალერსო
სად, საით წასულა, სად
ის დღეები სიყვარულისა
სად, საით წასულა, სად
დღენი ჩვენი სიყვარულისა
შეხედე წლები როგორ მიქრიან
რომ ჩემი ცნობა ძალზედ ძნელია
თოვლი რომ გათოვს ჩემი ფიქრია
წვიმა რომ გაწვიმს ჩემი ცრემლია
მე ვარ უბრალოდ შენი სიზმარი
და შენი ძილის დაჯარად ვდგავარ
შენ რომ გაღვიძებს მე ვარ ის ქარი
წყურვილს რომ გიკლავს ის წყარო მე ვარ
სად, საით წასულა სად
ის დღეები სიყვარულისა
სად, საით წასულა სად
დღენი ჩვენი სიყვარულისა
საით წასულა, სად
საით წასულა, სად
დღენი ჩვენი სიყვარულისა
სად, საით წასულა, სად
დღენი ჩვენი სიყვარულისა.
Written by: Aleksandre Basilaia, Moris Fotskhishvili
instagramSharePathic_arrow_out

Loading...