album cover
Again
album cover
Again wurde am 23. Juni 2014 von GMI Rights Management als Teil des Albums Free veröffentlicht
AlbumFree
23. Juni 2014
LabelGMI Rights Management
BPM68
Melodizität
Akustizität
Valence
Tanzbarkeit
Energie

Songtexte

Გაზაფხულს ისევ უშენოდ ვხვდები
Არადა, ჩემი ფიქრი შენა ხარ
Ჩვენ ალბათ, ზოგჯერ იმიტომ ვკვდებით
Რომ დავიბადოთ ისევ, ხელახლა
Ხანდახან ლამაზ ოცნებებს ვქარგავთ
Მთელი ცხოვრება, ვცდილობთ ვიკმაროთ
Ჩვენ ზოგჯერ სიყვარულს იმიტომ ვკარგავთ
Ხელახლა, უფრო რომ შევიყვაროთ
Მე სიყვარულით ლოდინის დრო ვარ
Შენს გულში სულ რომ პოულობს ადგილს
Თუ წავალ, მერე მე ხელახლა მოვალ
Და გავაუქმებ შენამდე მანძილს
Დაგელოდები მე უსასრულოდ
Რომ გაზაფხული გულში ჩავტიო
Მთელი გზა ცოდვებს მხრებით მივათრევ
Ბოლოს უფალმა რომ გვაპატიოს
Ჩემი სიცოცხლე უფალს მივანდე
Შენს წასვლას ვდარდობ, თავს ვერ ვპატიობ
♪
Იცი, ახლა რა მინდა?
Თოვლი მინდა მათოვდეს რომ
Შენ ხელახლა გაგიცნო
Შენი კოცნა მათბობდეს
Ვიცი, ახლა ვოცნებობ
Მზე კი, სადღაც ჩავიდა
Მინდა, სულ ჩემთან იყო და
Მე სხვაგვარად, არ მინდა
♪
Მე ალბათ, ბოლო აკორდებს ვუკრავ
Აწი ვერასდროს დავწერ, სტიქონებს
Მე ვდგავარ შენთან და მარტის უკან
Და მაინც, შენთან ყოფნას ვიგონებ
Მარტს და გაზაფხულს უშენოდ ვხვდები
Რა ვქნა, უეცრად შენ რომ მომინდე
Მე ახლა, ალბათ, იმიტომ ვკვდები
Რომ გაზაფხულზე წვიმად მოვიდე
Ჩემი სიცოცხლე უფალს მივანდე
Შენს წასვლას ვდარდობ, თავს ვერ ვპატიობ
♪
Თოვდეს მინდა ფერები
Ახლა, იცი რა მინდა?
Უცებ, დაგივიწყო და
Კვლავ, გაგიცნო თავიდან
Მინდა, გულს მინათებდეს მზე
Ჰო და მერე გაწვიმდეს
Ისე შეგიყვარო რომ
Ვერ ვხვდებოდე, რა მჭირდეს
♪
Written by: Lasha Nozadze
instagramSharePathic_arrow_out􀆄 copy􀐅􀋲

Loading...