Συντελεστές
PERFORMING ARTISTS
ანსამბლი კელაპტარი
Performer
რუსუდან ჯოჯუა
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
ხალხური
Songwriter
Στίχοι
ბინდისფერია სოფელი
თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც
ბალახი აბიბინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც
ბალახი აბიბინდება
იმასაც მოკლედ უვლია
ვინც გრძლად ეგონა იარა
შუქს ბნელი შესჭამს ვარდს ჭია
კაცის გულს დარდის იარა
მოვა სიკვდილი უჩინო
ერთ წამში აგვყრის იარაღას
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად
სხვას არა წაუღია რა
მოვა სიკვდილი უჩინო
ერთ წამში აგვყრის იარაღას
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად
სხვას არა წაუღია რა
ლექსო ამოგთქომ ოხერო
თორე იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
გიმღერდენ ჩემებ სწორები
ფანდურის ხმაზედ ჰყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს
და მე საფლავში ვკვდებოდე
გიმღერდენ ჩემებ სწორები
ფანდურის ხმაზედ ჰყვებოდნენ
სახლო არ დაიქცეოდე
ცოლო არ გასთხოვდებოდე
Written by: ხალხური

