Video musical
Video musical
Créditos
ARTISTAS INTÉRPRETES
Trio "Simi"
Intérprete
რევაზ გელაშვილი
Voz principal
COMPOSICIÓN Y LETRA
მ. სებისკვერაძე
Autoría
ჯანსუღ ჩარკვიანი
Autoría
Letra
ყური უგდეთ მზისკენ წასულს
კრიმანჭულს და ლილეოს
ყველაფერში უხილავი
ძალა მონაწილეობს
შემოსულა ჩვენი ოქროს
წვიმის წვეთი ყოველი
მღერად ჩვენი ალავერდის
მღერად სვეტიცხოველის
მთაწმინდიდან საქართველოს
მთებს გავხედავ ჭორფლიანს
ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე
სამშობლო არ სჯობია
სათნოების ტახტი უდგას
თამარს ბეთანიაში
მამის ძალა მუხაშია
დედის ცრემლი იაში
შენ ვარძიით ხარ ძლიერი
მისი ცით და თაროსით
რუსთველია ვარძიელი
მამა ვეფხისტყაოსნის
მთაწმინდიდან საქართველოს
მთებს გავხედავ ჭორფლიანს
ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე
სამშობლო არ სჯობია
მთაწმინდიდან საქართველოს
მთებს გავხედავ ჭორფლიანს
ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე
სამშობლო არ სჯობია
Written by: მ. სებისკვერაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი


