Clip vidéo
Clip vidéo
Crédits
INTERPRÉTATION
1/4
Interprète
COMPOSITION ET PAROLES
გიორგი კორძაძე
Paroles/Composition
Paroles
Რომ იცოდე
რამდენი ვეწვალე მუზას
Რომ მიცნობდე ალბათ დამიგდებდი ყურსაც
Გაგიმხილე მე ყველა პატარა ცოდვა
Ჩემი
შენდამი ბოდვა
♪
Ვეცადე დამეხატა დრო
Შენ კი ვერ ნახე ვერსად
Რა ფერია ბედნიერების
Მინდოდა ამეხსნა, რომ ჩემთვის უშენოდ
Სავსე სამყაროს
Არ აქვს არაფრის ფასი
Ვთქვი, რომ არ დავწერ მეტს
Უკან დახევის დროა
Მაგრამ მაინც გიმღერის
Ჩემი გონება
Ვთქვი, რომ აღარ მაქვს დრო
Მაგრამ მე მჯერა ჩემი ბგერების
Რა ფერია ბედნიერების
♪
Ამ სტროფებს გავაყოლებ ქარს
Შენ კი ვერ ნახავ ვერსად
Და ვერ მივაგნებ ვერასდროს
Სასურველ ფერებს
Და შენ მიენდე დროს
Და გაჰყევი სხვას
Მიენდე ბურუსით დაფარულ გზას
Და ბოლოს დახედე ხელებს
Ამბობენ სიყვარულს არ ავნებს დრო
Მაგრამ მერწმუნე ძალიან დიდი
Მტერია მშვენიერების
Არავის არ ესმის
Არავის სწამს
Არავის სჯერა, რომ ვიცოდი ფერი
Ამ ბედნიერების
Ფერია ბედნიერების
Written by: გიორგი კორძაძე


