Crediti

PERFORMING ARTISTS
David Neparidze
David Neparidze
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
Otar Ramishvili
Otar Ramishvili
Songwriter
Darejan Kharchiladze
Darejan Kharchiladze
Songwriter
Kakha Abuashvili
Kakha Abuashvili
Songwriter

Testi

მომენატრე თუ არა კიი
ძალიან მოგვენატრე მე და ჩემს ქალაქს
მე და ჩემს თბილისს
გახსოვს პირველად რომ გიწოდე
ჩემი ცა და დედამიწა
ჩემი მზე და მთვარე
მე შენი სუნთქვაც კი მახსოვს
მახსოვს ვკითხულობდი
მხოლოდ შენ წერილებს
ადგილს არ ვუთმობდი
ჩემ გულში სხვას
ვარდებს ვუყვებოდი
შენზე ნანახ სიზმრებს
შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას
მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა
და ველოდებოდი მხოლოდ შენ ზარს
როგორ ხარ, კარგად
ძალიან მომენატრე
მერე მზე მოყვებოდა
გულში შენ ხმას
შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი
გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას
ალბათ გენატრები
შენც ფიქრობ ჩემზე
ჩემს თავს გახსენებს მთვარე და ცა
მერე ფიქრში რომ ჩაგეძინება
ჩემს ნაცვლად თვალებზე გაკოცებს სხვა
დილა მშვიდობისა ჩემო საყვარულო
ჩემს ნაცვლად ყურში ჩაგჩურჩულებს სხვა
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული
მაინც არაფერში გარგია
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ კარგია
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი
შენთვის ზედმეტი ბარგია
მაგრამ წართმევასთან შედარებით
რამეს რომ გაძლევენ კარგია
არაფრად არ გინდა შენ ჩემი ალერსი
სხვისიც არასოდეს გაკლია
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით
რომ გეფერებიან კარგია
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული
მაინც არაფერში გარგია
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ კარგია
ვინმეს რომ უყვარხარ
Written by: Darejan Kharchiladze, Kabu Abuashvili, Kakha Abuashvili, Otar Ramishvili
instagramSharePathic_arrow_out

Loading...