クレジット

PERFORMING ARTISTS
Zura Beniaidze
Zura Beniaidze
Performer
ზურა ბენიაიძე
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
ზურა ბენიაიძე
Songwriter

歌詞

ისევ მომერია სევდა
ისევ ვერ ვალაგებ ფიქრებს
ისევ გამერია დარდი
ისევ უშენობას ვითმენ
ისევ გამერია დარდი
ისევ უშენობას ვითმენ
სიმი მონატრებას ვერ შველს
გულიც საგულეში არ ზის
შენსკენ რა ბილიკი მოდის
ვერა გავიგე რა ამ გზის
შენსკენ რა ბილიკი მოდის
ვერა გავიგე რა ამ გზის
ეგ თვალები დანაცრული
რაღა ჩემთვის დაანთეო
გულში როდის შეიპარე
ასე როგორ გამართეო
ეგ თვალები დანაცრული
რაღა ჩემთვის დაანთეო
გულში როდის შეიპარე
ასე როგორ გამართეო
როგორც გაზაფხულის ზვავი
ისე ნელა-ნელა ვშრები
შენ თუ სიცივისთვის მწირავ
საბნად მაფარია მთები
შენ თუ სიცივისთვის მწირავ
საბნად მაფარია მთები
ისევ ეგ თვალები მღუპავს
ისევ მაგ თვალებით ვთვრები
გითხარ, შეისმინე ქალავ
სანამ მომისხია ფრთები
გითხარ, შეისმინე ქალავ
სანამ მომისხია ფრთები
მერე ჩაგახუტებ კლდეებს
მერე ნისლებს ვეყვარები
მთიდან არ გაგიშვებ, ქალო
გზებზე გაგიავდარდდები
ცხარე ცრემლით აგატირებ
მოგაყოლებ თქეშშიაო
ჩამოგიშლი მაგ ნაწნავებს
ჩაგეღვრები მკერდშიაო
Written by: ზურა ბენიაიძე
instagramSharePathic_arrow_out

Loading...