Lyrics

ბედმა სად არ მატარა, რა დიდი ყოფილა გასავლელი გზა და თან რა პატარა... შეცდომებმა, მაინც არ გამახარა, მეგობარო გაიხსენე იქნებ იღბალმა რამე დაგაბარა... სიგარეტს არ ვეწევი, "მარა" ვიცი რას ნიშნავს შეჩვევა შენზე. თითქოს შენი სხეული გადამეფარა და არ ჩამძირა ოკეანის ფსკერზე მე, რომ მენატრა ერთი სურვილი ალბათ, ჩავიფიქრებდი, რომ სულ იყო კარგად. სულ ვეძებთ, სულს ვეძებთ და სულ გვაქვს ბარგადდა მერე სულ რატომ ვკარგავთ? მისამღერი: ისე მჭირდები, ისე ( X4) ისე მჭირდები, როგორც წყალი უდაბნოში როგორც ღატაკს 2 გროში, როგორც ჯარი სამეფოში, როგორც თბილი ტანსაცმელი დეკემბრის თოვლშიისე მჭირდები, როგორც ცას ფერი ლურჯი, როგორც ნიკო ფიროსმანს ფუნჯი, როგორც ტაოს არტანუჯი, ან და როგორც ფერეიდანს გურჯი. ისე მჭირდები, როგორც ცეცხლს ნაპერწკალი, როგორც ჩაის 1 ჭიქა წყალი, როგორც წისქვილს აღმოსავლეთის ქარი, როგორც ხელოვნებას სალვადორ დალი. ისე მჭირდები, როგორც სამყაროს ალიონი, როგორც საქართველოს კავკასიონი, როგორც პოეზიას გალაქტიონი, როგორც ღამის თბილისს ლამპიონი.
Writer(s): George Pavliashvili Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out