Credits
PERFORMING ARTISTS
Gocha Abuladze
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
მორის ფოცხიშვილი
Songwriter
გოგი ცაბაძე
Songwriter
Lyrics
როგორც ჩიტი გალიაში
როგორც მუჭში პეპელა
ფრთხიალებს და ჩუმად ფეთქავს
სიცოცხლის სანთებელა
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის
სულ შენა ხარ სამიზნე
ნურც ერთ ისარს ნუ აიცდენ
გულო, სანამ გამიძლებ
ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხე
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხე
თვითონ ღმერთი, წამებული
შენ ერთს გწყალობს ისევე
მხოლოდ გულში განისვენებს
მხოლოდ გულში ისვენებს
გულო, სანამ გული გქვია
გულო, უნდა მტკიოდე
გულო, უნდა მიერთგულო
მიმყვე საიქიომდე
ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხე
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხე
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხე
Written by: გოგი ცაბაძე, მორის ფოცხიშვილი