Lyrics
Მოგწერ და გელოდები, რამდენი დღე
Შენ სხვისგან ელოდები, ალბათ იგივეს
Ჩანს არაფერი არ გვაქვს, მე და შენ, საერთო
Და არც მე მინდა, რომ უბრალოდ გავერთო
Მე როგორც სუპერმენი, ცაზე ვჩნდები
Არ ვიცი ფრენა და გზას დიდ დროს ვუნდები
Მე აქ ვერაფერს შევცვლი, ვხვდები
Ამ სამყაროს მართავენ სხვები
Გაუკვალავი გზები გხვდება
Ოცნებები ზოგჯერ სხვანაირად გიხდება
Ცაზე ნათელი ფერი დგება
Შენი სიყვარულია, რაც ასე მჭირდება
Ყვავილების ფარდა შენთან ერთად გაქრა
Დამიტოვა ლურჯი ფიქრები
Შენს დაკარგულ სხივებს
Სხვა ფერებად ახსოვს
Ჰაერში გამქრალი სიტყვები
Ხან სველდება გზები
Მაინც მენატრები
Შენი სურვილით მინდა, რომ ვიწვოდე
Მერე ეს სიტყვები
Მნიშვნელობას კარგავს
Ჩვენ ერთად ვიქნებით ამ ღამეს
Ზღვას რომ ეფერები
Გიყურებენ მთები
Სიყვარული სულ მერევა ვნებაში
Ჰაერში ვჩერდები
Უკვე ვეღარ ვხვდები
Საით მიდის გზები, ნეტა ვიცოდე
Written by: David Datunashvili