album cover
Tswimashi
album cover
Tswimashi was released on October 1, 2026 by Nino Katamadze as a part of the album Lilat
AlbumLilat
ReleasedOctober 1, 2026
LabelNino Katamadze
LanguageEnglish
BPM102
Melodicness
Acousticness
Valence
Danceability
Energy

Lyrics

წვიმდა...
დღეს მერამდენედ წვიმს
და ვინ მოთვლის
როგორ გეძებდი წუხელ,
რომ წვიმდა
და ცოდვა მჭირდა ნაწვიმარ
ფოთლის...
რა ვქნა, წვიმაში შენთან
მომინდა,
როგორც ბავშვს, მარტო
დარჩენილს ტყეში,
თბილი კერა და ჭრელი
საბანი,
შენა ხარ, რომ მრწყავს
სიცოცხლის თქეში,
ჩემი გზის ბოლო, მყუდრო
სავანე,
სადაც დავაბამ აწყვეტილ
სულს და
შენი სიჩუმით სადაც ვივსები...
მერე ვიტირებ (ყოველთვის
მსურდა)
სხვაგან ყასიდად ნახალისები,
შენთან მოვიხსნი ნიღაბს
დამტვერილს,
მკერდზე მოგაყრდნობ
დაბზარულ სახეს...
შენ მაპატიებ, დღეს რომ
დავთვერი
და წაქცეულიც რამდენჯერ
მნახეს...
როგორც ნაპოვნი, დამინაწილეს
და ათას ხმაში ვეძებდი
შენს ხმას...
მორცხვად გაჩუქებ მინდვრის
ყვავილებს,
დაგვიანებით ცოტათი შემხმარს.
წვიმდა, ჰო წვიმდა, დღეს
მერამდენედ
მოვკვდი უშენოდ, ახლა ვინ
მოთვლის.
მოვალ და ჩემი შიში განდევნე,
ცოდვა რომ მჭირდა ნაწვიმარ
ფოთლის.
Written by: Nino Katamadze, Sasha Gvelesiani

Loading...