Şarkı sözleri

დედი, სახვალიოდ საგზალი გამიმზადე უნდა გადავიარ ჭაუხ ნისლიანი კაი რას დარდობ, აღარც ბალღი ვარ და თოვლიც ცოტაღაა შავი და ჭიანი კაი რას დარდობ, აღარც ბალღი ვარ და თოვლიც ცოტაღაა შავი და ჭიანი დედი, ალბათ გახსოვს ეს რომ გითხარი და დილით ნაბილიკარს ავყევ დეკიანი მაინც არ იშლიდი, მაინც ჩამაცმიე პაპის ქალბანნი და პერანგ ჯვრებიანი მაინც არ იშლიდი, მაინც ჩამაცმიე პაპის ქალბანნი და პერანგ ჯვრებიანი დედი, გეფიცები ხარჯიხვ დავთოფე და მერე გადმაფრენილ ქარაფს დავეკიდე დედი, მაპატიე სანამ დავენარცხე შენზე ვფიქრობდი და ალბათ სხვებზეც კიდევ დედი, მაპატიე სანამ დავენარცხე შენზე ვფიქრობდი და ალბათ სხვებზეც კიდევ დედი, მე მოვკვდი და ესეც მაპატიე იცი იმ ხარჯიხვსაც შვილი დასტიროდა ახლა ალბათ მამაც ჭიქას აიღებს და ჩემის მასპინძლობით იტყვის უდროოთას ახლა ალბათ მამაც ჭიქას აიღებს და ჩემის მასპინძლობით იტყვის უდროოთას დედი, ჩემს საფლავზე იმ შენს იასამნებს უდგათ პერიოდი ლურჯად შეფერების იცი ყოველ ღამით შენთნ მოვდივარ და შენს თმაში ჭაღარებს ჩუმად ვეფერები იცი ყოველ ღამით შენთნ მოვდივარ და შენს თმაში ჭაღარებს ჩუმად ვეფერები
Writer(s): Onise Odikadze, Filishvili Badri, Merab Arabuli Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out