制作

出演艺人
გოგი ცაბაძე
表演者
ვ. კიკაბიძე
领唱
作曲和作词
გოგი ცაბაძე
词曲作者
მორის ფოცხიშვილი
词曲作者

歌词

Ძველი თბილისი ისევ მიგონებს
Ნისლივით ჩნდება დარდი
Ერთ დროს პირველი მეფაიტონე
Ქუჩაში ფეხით დადის
Ძნელი ყოფილა თურმე სიბერე
Გულო გაუძელ ტკივილს
Წვიმა მოსულა, არვის ეგონოს
Გაყიდულ არღანს ვსტირი
Ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია
Არ მომიკლა გენაცვა, ჩემი საყვარელია
Მზეზე ვთბები და ხშირად ვიხსენებ
Რაღაც მინდოდა მეთქვა
Ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე
Რატომ მოვედი თქვენთან
Არც ფაიტონი აღარც ცხენები
Რატომ არაფერს მეტყვით
Სად მიმაქროლებს ჭენებ – ჭენებით
Წუთისოფელის ეტლი
Ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია
Არ მომიკლა გენაცვა, ჩემი საყვარელია
Მივდივარ, ძნელი ყოფილა წასვლა
Მშვიდად ვისტუმრებ ვალებს
Უკანასნელი სიმღერის ფასად
Უკანასკნელად დავლევ
Მივდივარ მიმაქ, ჩემსავით ძველი
Დარდის გუდურა გრილი
Უკანასკნელი ყარაჩოღელი
Ემშვიდობება თბილისს
Ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია
Არ მომიკლა გენაცვალე, ჩემი საყვარელია
Written by: გიორგი ცაბაძე, მორის ფოცხიშვილი
instagramSharePathic_arrow_out

Loading...