歌词
შენი თვალები მინათებს გზას
ეს ყველაფერი სიყვარულს გავს
ნუ მეტყვი სხვას ვიცი რომ
მე შენ გიყვარვარ
შენი თვალები მიხარებს გულს
ვერ დაგიმალავ ამ სიყვარულს
ვერ გეტყვი სხვას გეტყვი რომ მე
მე შენ მიყვარხარ
მის:
ჭორიკანა თვალები
იმდენ რამეს ამბობენ
ვერაფერს ვერ დაუმალავ
სიყვარულით ხარობენ
ჭორიკანა თვალები
მღერიან და გალობენ
რაც არ უნდა დაემალო
მიყვარხარო ამბობენ
შენზე ოცნება მიხარებს გულს
და შენთან ერთად სიმღერა მსურს
მენატრები ამბობენ სულ
ჩემი თვალები
შენზე ფიქრები სიყვარულს გავს
ვიცი რომ ვერ დაგანებებ თავს
მომეფერე და მხოლოდ მე
სულ მეყვარები
მის:
ჭორიკანა თვალები
იმდენ რამეს ამბობენ
ვერაფერს ვერ დაუმალავ
სიყვარულით ხარობენ
ჭორიკანა თვალები
მღერიან და გალობენ
რაც არ უნდა დაემალო
მიყვარხარო ამბობენ
სულ ერთად ყოფნა გვიხარებს გულს
და ვერ დავმალავთ ამ სიყვარულს
არ უნდა თქმა თვალებში ხომ
სიყვარულია
Written by: Giorgi Tsereteli, Vahe Aleksanyan