歌词
სულ მემღერება როცა ასე ახლოს ხარ
არ მედარდება თუ კი სხვისთვის უცხო ხარ
ბედნიერი ვარ , სიგიჟემდე მიყვარხარ
მე მემღერება რადგან ვიცი ჩემი ხარ
შენი სილაღე დროს წამებს ართმევს
შენთვის ვარსკვლავი ღამესაც ათევს
ბოლომდე თუ კი გეტყოდი სათქმელს
მგონი ერთი კოცნაც კი გმართებს
ოხ ეს თვალები უცხო და ბრიალა
თავში გეგმები გადამიტრიალა
მაშინ მივხვდი რომ ძაან შეგიყვარე
ქუჩაში ახლოს რომ ჩაიშრიალე
Written by: ENDI GUBELADZE


