積分
演出藝人
Zura Beniaidze
演出者
ზურა ბენიაიძე
主唱
詞曲
ზურა ბენიაიძე
詞曲創作
歌詞
დახურეთ საზღვრები, სამშობლო ავადობს
და შეწყდეს მოსმენა სხვა ერთა ჩიჩინის
დახურეთ საზღვრები, ჩვენ თვითონ მივხედოთ
შევწყვიტოთ ერთურთის ტკივლზე სიცილი
შევწყვიტოთ უღმერთო, უაზრო ტატანი
ტაძრების ნგრევა და შიგ სულთა ღრეობა
დაბრუნდეს ქართველი, დაბრუნდეს ქართული
დაბრუნდეს სინდისი და ჩვენი მეობა
დაბრუნდეს ქართველი, ვახ უკვე დრო არის
დაბრუნდეს სინდისი და ჩვენი მეობა
მეობა მძინარე და დავიწყებული
მეობა გარეშე ცოდვათა კრებულის
მოვკალით ილია მოვკალით ზვიადი
წაგვერთვა მადლი და წილად გვხვდა წყვდიადი
დრო მოდის, დრო მოდის ბნელეთის შავებში
კვნესის და ოხრავენ სამება, სიონი
დრო მოდის, მოდიან და ემზადებიან იქ ზემოთ
ერთობა აქ კავკასიონის
დრო მოდის, მოდიან და ემზადებიან იქ ზემოთ
ერთობა აქ კავკასიონის
აღსდექით ქართველნო, სიფხიზლის დრო არის
მტვერი და ჭუჭყები ტახტს ჩამოვაწმინდოთ
აღსდექით ქართველნო სამეფო დრო არის
ჩვენივე დასვრილი ჩვენ უნდა გავწმინდოთ
აღდექით, აღდექით კარს გვადგას უფალი
აღდექით, იფხიზლეთ, ისინიც მოდიან
ვიფხიზლოთ ძილისგან ლაზარეც იღვიძებს
იმსხვრევა, ინგრევა, სიკვდილის ლოდია
ვიფხიზლოთ ძილისგან ლაზარეც იღვიძებს
იმსხვრევა, ინგრევა, სიკვდილის ლოდია
დახურეთ საზღვრები, წყეულს ამეფებენ
და ჩვენსკე იწევენ ბოროტთა ქარები
დახურეთ საზღვრები, ღვთისმშობლის მიწისა
დარაჯად დგებიან წმინდანთა ჯარები
დახურეთ საზღვრები, ღვთისმშობლის მიწისა
დარაჯად დგებიან წმინდანთა ჯარები
Written by: ზურა ბენიაიძე