Lyrics

ვისი ტანკები დაიკავებენ ამ გამზირს ამ დილით თურმე ქალაქში პური გაძვირდა სიღარიბე ახლა უკვე ყველა კართან ზის Ვიგრძენი რომ ფონი კიდევ უფრო დამძიმდა კაპიტალიზმი ცოცავს და აფინანსებს ლოცვას კონკურენციის სახელით ძლიერებით სუსტებს ხოცავს გახეულ ჯიბეში სანამ მოიძიებ ხურდებს როცა ითვლიან სად ეჩქარება შენზე მეტი დროც აქვს ყოველ დილით ბანკიდან გირეკავენ გემუქრებიან ქირით მომავალს გიჭამენ გადადგამ ნაბიჯს ღია კარებს გიკეტავენ გაგიღიმებენ და მერე ღიმილით გკლავენ მივმართავ ელიტებს კაპიტალის სატელიტებს ელოდებოდნენ ზენიტებს ახლა კი მიწა ვერ იტევს რა უნდა ვისაუბრო მათზე რომ არ გადავუარო თავზე ღია კარებიდან ვუყურებ ამ დროს ქუჩიდან განაგონს სანამ აზრები ნავარდობს ვუსმენ კორპუსის ნაამბობს ვეძებდი სხვა ნაყოფს შიმშილი არ ლაპარაკობს სანამ ეძებენ სხვა ბატონს ვკარგავ სიტყვების კაბადონს ვინ გადაჭრის ამ მატარებლის ლიანდაგს ვინ შეამზადებს ცვლილებებისთვის ნიადაგს თუ რას ვაპირებ ისევ ისე მკითხავ Ქარხნების ხმაზე აკრძალულ ფსალმუნებს წაგიკითხავ ვინ გადაჭრის ამ მატარებლის ლიანდაგს ვინ შეაკავებს უცებ მოვარდნილ ნიაღვარს ისინი ყოველთვის დაგვპირდებიან მწვერვალებს მაგრამ კეფაზე მათი მუხლი მიგვაწებებს იატაკს გარეთ კი მასებს შიმშილი აბალანსებს სკოლის კედლიდან ვიღებ ნასროლი ტყვიის მასრებს რამდენჯერაც დაგდებულს წყალი პეშვიდან მასვეს ჩემი გულის ცემა შეადარებს ბასებს გარეთ კი მასებს შიმშილი აბალანსებს სკოლის კედლიდან ვიღებ ნასროლი ტყვიის მასრებს რამდენჯერაც დაგდებულს წყალი პეშვიდან მასვეს ჩემი გულის ცემა შეადარებს ბასებს
Writer(s): Erekle Deisadze, Anzor Chikhladze Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out