Lyrics

მზითა და მთვარით ამავსებს შენი ნათელი სახეო ანთებულ სანთელს გამსგავსებ ცისკრის ლოცვაზე გნახეო ჩუმად გაგიყვან მინდორში ჩუმად დაგისხამ ღვინოსა ისეთ სიმღერას გიმღერებ თვალს ცრემლი მოედინოსა თავს შემოგავლებ, ძვირფასო ფიქრი არ გქონდეს ავისა შენ, ჩემო ბედის ვარსკვლავო გამთენებელო ღამისა მინდორ და მინდორ დაგყვები დავკრეფ ვარდსა და იასა ყაყაჩოს აგიბრიალებ არ მოგაკარებ ნიავსა ჩუმად გაგიყვან მინდორში ჩუმად დაგისხამ ღვინოსა ისეთ სიმღერას გიმღერებ თვალს ცრემლი მოედინოსა თავს შემოგავლებ, ძვირფასო ფიქრი არ გქონდეს ავისა შენ, ჩემო ბედის ვარსკვლავო გამთენებელო ღამისა შენ, ჩემო ბედის ვარსკვლავო გამთენებელო ღამისა
Writer(s): რუსუდან სებისკვერაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out