Lyrics

Მივდივარ, შენ გულში ვერ ვნახე ადგილი Ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ Მერწმუნე, ეს წასვლა არ არის ადვილი Ღიმილებს გიტოვებ ცრემლებით მივდივარ Ჩემს თვალებს შერჩება ტკივილის ფერები Გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე Წასვლისას ერთხელაც მომხვიე ხელები Ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე Მეგონა, სულ მცირე, სიხარულს მომცემდი Მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ Შენ ხომ მე ყოველთვის ასე მაოცებდი Ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ Მივდივარ ♪ Ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო Იქ, სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე Წასვლისას ალალად მინდა რომ დაგლოცო Ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე Მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ Დრო ისე აჩქარდა, წამებსაც ვერ ითვლის Გიტოვებ ჩემ გულს და უგულოდ მივდივარ Იქ უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის Მეგონა, სულ მიცრე, სიხარულს მომცემდი Მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ Შენ ხომ მე ყოველთვის ასე მაოცებდი Ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ Მივდივარ ♪
Writer(s): ნანა მეფარიშვილი, სოფი რაფაელა Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out