Lyrics

როგორც ჩიტი გალიაში როგორც მუჭში პეპელა ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქევ სიცოცხლის სანთებელა რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის სულ შენა ხარ სამიზნე ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ გულო, სანამ გამიძლებ ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ თვითონ ღმერთი, წამებული შენ ერთს გწყალობს ისევე მხოლოდ გულში განისვენებს მხოლოდ შენში ისვენებს გულო სანამ გული გქვია გულო უნდა მტკიოდე გულო უნდა მიერთგულო მიმყვე საიქიომდე ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ
Writer(s): Georgij Gavrilovich Tsabadze, Shota Nishnianidze Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out